25 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
125 დაღუპული და 318 დაშავებული - ასეთია ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგი ღაზაში მოქმედი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ისრაელის არმია აძლიერებს ოპერაციებს ღაზას ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში, მათ შორის ხან-იუნისში. "ჰამასის" მიერ კონტროლირებადმა ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 125 ადამიანი დაიღუპა და 318 დაშავდა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად.

ისრაელმა ასევე გასცა ახალი ინსტრუქციები ანკლავის სხვადასხვა ნაწილში ევაკუაციის შესახებ. გაეროში აცხადებენ, რომ ღაზის მოსახლეობისთვის უკიდურესად რთულია გადაადგილება მაშინ, როცა ანკლავში ჰუმანიტარული კრიზისია.

"მნიშვნელოვანია, რომ დისკუსიებმა გრძელვადიან უსაფრთხოება მოიტანოს როგორც ისრაელელებისთვის, ასევე პალესტინელებისთვის, ასევე, უფრო მშვიდობიანი, ინტეგრირებული რეგიონისთვის. ეს უნდა მოიცავდეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას ერთიანი რეკონსტრუქციის, ასევე პალესტინის მმართველობის მდგრად მექანიზმს. ყველანაირად უნდა მოხდეს ესკალაციის თავიდან აცილება. ეს არავის ინტერესში არაა,"- აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი.

დღის ამბები