ახალი წლის დღეები, ქვეყნის მასშტაბით, გრძელდება. საახალწლო კონცერტებსა და საშობაო ბაზრობებს დღეს ლენტეხი და ქედა უმასპინძლებს. გუშინ კი საახალწლო განწყობა გვიანობამდე გაგრძელდა ჭიათურაში, ყვარელში, ზუგდიდსა და ბორჯომში.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ბავშვებისთვის გაიმართა არაერთი გასართობი აქტივობა და მასტერკლასი, მოეწყო საშობაო ბაზრობა. ახალი წლის დღეები კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.