აიოვას შტატის ქალაქ პერის საჯარო სკოლაში სროლის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. ცეცხლი ამავე სკოლის 17 წლის მოსწავლემ გახსნა.
შემთხვევა დილით, სწავლის დაწყებამდე მოხდა. თავდამსხმელი გარდაცვლილია და ამ ეტაპზე საფრთხე აღარ არსებობს. დანაშაულის მოტივი უცნობია.