25 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
საპატრიარქოში სასულიერო პირები იმყოფებოდნენ - მღვდელმთავრებმა ილია მეორეს დაბადების დღე პირადად მიულოცეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მილოცვებს მთელი დღის განმავლობაში იღებს.

საპატრიარქოში სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. მღვდელმთავრებმა ილია მეორეს დაბადების დღე პირადად მიულოცეს. ოფიციალური მიღება ცოტა ხნის წინ დასრულდა.

"უწმინდესი გამობრძანდა და, ბოლოს, სამადლობელი სიტყვა ბრძანა. მადლობა გვითხრა ყველას და დაგვლოცა", - განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მედიასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღეს ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა.

 

დღის ამბები