აშშ-ში, აიოვას შტატში, ქალაქ პერიში მდებარე სკოლაში სროლა იყო. დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი.
შერიფის განცხადებით, პოლიციამ დაადგინა ეჭვმიტანილის ვინაობა, მაგრამ მის შესახებ დამატებითი დეტალები არ საჯაროვდება. უცნობია დაშავებულთა ზუსტი რაოდენობაც.
"ამჟამად, საზოგადოებისთვის საფრთხე არ არსებობს. ვმუშაობთ, ვცდილობთ, გავარკვიოთ ყველაფერი, რაც მოხდა“, - ამბობს სამართალდამცველი მედიასთან.