საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ილია მეორის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მილოცვის ტექსტს აქვეყნებს.
"უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადებიდან 91-ე წელს.
მისი უწმინდესობა თავისი ცხოვრებითა და ღვაწლით ჭეშმარიტი მაგალითია ქრისტეს რწმენის ერთგულებისა, თავმდაბლობისა, სიყვარულისა, სიკეთისა, მადლიერებისა, მოთმინებისა, შენდობისა და მოყვასზე ზრუნვისა.
ვმადლობთ ღმერთს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის მნიშვნელოვან ჟამს ასეთი გამორჩეული, მადლმოსილი და ძლიერი მწყემსმთავარი გვარგუნა.
ინებოს უფალმა, რომ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას კიდევ დიდხანს ეწინამძღვროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ქრისტეს ჭეშმარიტებისა და ქართველი ერის სულიერად განმტკიცებისკენ სავალ გზაზე", - აღნიშნულია ტექსტში.
დღეს ილია მეორეს 91 წელი შეუსრულდა.