იაპონიის დედაქალაქში, აკიჰაბარას სარკინიგზო სადგურზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. მედიის ცნობით, დაკავების მიზეზი მატარებელში მომხდარი ინციდენტია - ქალმა მგზავრები დაჭრა.
„ამ დროისთვის, დაშავებულია ოთხი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - იტყობინება ადგილობრივი ტელეკომპანია NHK-ი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილთაგან ყველა კაცია.