თბილისში საახალწლო განწყობაა. ხალხმრავლობაა ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში, სადაც საახალწლო სოფლებია მოწყობილი. დღის განმავლობაში მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ხვდებათ - საბავშვო გასართობი სივრცეები, ატრაქციონები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა, ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული კუთხეები.
დღის ბოლოს კი, ორბელიანზე ქართული ბენდების კონცერტი გაიმართება.