7 ოქტომბრიდან, ღაზის სექტორის სამხრეთ საზღვარზე მდებარე ქალაქი რაფაჰი იძულებით გადაადგილებულ პირებს ვეღარ იტევს. სამ თვეში, ქალაქში მილიონი ადამიანი ჩავიდა, - ამის შესახებ სააგენტო "ანადოლუს" რაფაჰის პირველმა პირმა - აჰმედ ალ-სოიფიმ განუცხადა.
„ამჟამად ქალაქ რაფაში მყოფთა საერთო რაოდენობა არანაკლებ 1,3 მილიონია, ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 300 000-ს შეადგენს“, - ამბობს ის.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰუმანიტარული საკითხთა კოორდინაციის ოფისის ინფორმაციით, ქალაქში იძულებით გადაადგილებულ პირთა უდიდესი ნაკადის შესვლამ კიდევ უფრო გაამწვავა ჰუმანიტარული მდგომარეობა, რადგან რესურსები ისედაც შეზღუდული იყო. გაერო შეშფოთებას გამოთქვამს დაავადებათა გავრცელების მზარდი მაჩვენებლის გამოც. გაეროს ინფორმაციითვე, მრავალ ადამიანს უწევს ღამის ღია ცის ქვეშ გათენება.