ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-სამტრედიის გზაზე - აეროპორტის მიმდებარედ, მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.
მომხდარი შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.