დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოს მიმართა. ის კოლორადოს შტატის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომელიც მას შტატის მასშტაბით საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობას უკრძალავს.
"კოლორადოს გადაწყვეტილება არ და ვერ იქნება სწორი," - ამის შესახებ ტრამპის ადვოკატები სასამართლოსთვის წარდგენილ განცხადებაში წერენ.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ პრაიმერიზში მონაწილეობა 20 დეკემბერს აუკრძალა. კოლორადოს შემდეგ იგივე გადაწყვეტილება მიიღო მეინის შტატმაც.