"ამერიკას არ უნახავს იმის ნიშანი, რომ ირანში მომხდარი აფეთქებების უკან ისრაელი დგას," - ამის შესახებ ჯონ კირბიმ განაცხადა.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის თქმით, აშშ-ს ამ ეტაპზე არ აქვს ბევრი ინფორმაცია აფეთქებების შესახებ.
"ჩვენ არ გვაქვს მინიშნება იმისა, რომ ისრაელი რაიმე ფორმით იყო ჩართული ამ საქმეში," - განაცხადა კირბიმ.