საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
"თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლი, მრავალი წელია, გვაძლევთ ღვთის, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის მაგალითს, გვანუგეშებთ სიბრძნითა და მზრუნველობით. მადლიერნი ვართ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რომელიც მიგიძღვით თქვენი სამწყსოს სულიერი სრულყოფისა და ერის გამთლიანებისთვის.
თქვენი ლოცვა-კურთხევა უღვივებს იმედს ყოველ ქართველს სამშობლოსა და მის ფარგლებს გარეთ, ამხნევებს მათ, ვინც დღეს საოკუპაციო ხაზს მიღმაა დარჩენილი", - ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დღეს 91 წელი შეუსრულდა.