25 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
"თიბისი ბანკის" ძარცვის მცდელობის ახალი დეტალები - ფილიალის თანამშრომელმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების გაკეთება მოასწრო

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, სადაც "თიბისი ბანკის" ფილიალის ძარცვის მცდელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფილიალის თანამშრომელმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების გაკეთება მოასწრო, შეიარაღებული მამაკაცმა კი თანხის წაღება ვერ შეძლო და ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - ყაჩაღობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარება.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა.

 

დღის ამბები