25 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი - შედეგზე გავლენა პროდუქტებზე ფასების ცვლილებამ მოახდინა

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა პროდუქტებზე ფასების ცვლილებამ მოახდინა. ყველაზე დიდი კლება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა. 19 პროცენტით შემცირდა ფასები ზეთზე, ბოსტნეულის ფასმა კი 10 პროცენტით დაიკლო. პურპროდუქტებში 8 პროცენტიანი კლებაა. რძე, ყველი, კვერცხი, შაქარი, ტკბილეული - მოსახლეობას ამ პროდუქტების შეძენაც შემცირებული ფასით შეუძლია.

რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, მიზნობრივ მაჩვენებელზე შენარჩუნებულ ინფლაციაზე საუბრობენ ეკონომიკურ გუნდში. დღეს არსებული პოზიტიური პარამეტრები, აღმასრულებელი მთავრობის წევრებს, 2024 წლისთვის სტაბილური პროგნოზის გაკეთების საშუალებას აძლევს.

მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებას კონკრეტული ფაქტორები განაპირობებს. ექსპერტები გასული წლის ეკონომიკურ სტატისტიკას აჯამებენ და ყურადღებას, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაზრდაზე ამახვილებენ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიმდინარე თვეში, 2023 წლის ეკონომიკური ზრდის ჯამურ მაჩვენებელს გამოაქვეყნებს.

დღის ამბები