25 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
მკვლელობა ბათუმში - ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

მეუღლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ზვიად ბერიძეს, დანაშაულის მოტივზე სასამართლოზე არ უსაუბრია. 45 წლის მამაკაცმა მხოლოდ ის თქვა რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

მოსამართლე კოტე ჭილაიამ მეუღლის დანით მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. მთავარი გარემოებები რითაც ბათუმის სასამართლომ იხელმძღვანელა ბრალდებული ბერიძის ნასამართლობა იყო. გაირკვა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს 45 წლის მამაკაცი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

ბინა, სადაც ახალგაზრდა ქალი საკუთარმა მეუღლემ სასიკვდილოდ გაიმეტა, ახლაც დალუქულია. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს, ქმარმა ცოლს დანით მრავლობითი ჭრილობები გულ-მკერდის არეში მიაყენა."კურიერმა" გაარკვია, რომ მკვლელობას წინ უძღოდა ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი.

გორგილაძის ქუჩაზე, ადგილობრივებმა ქალის ყვირილიც გაიგეს. მსხვერპლი თავდამსხმელისგან დაცვას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ბინაში შესულ მეზობლებს, მძიმე სურათი დახვდათ. 37 წლის ირმა ბერიძე თითქმის უგონო მდგომარეობაში, იატაკზე იწვა. თავდამსხმელი კი, შემთხვევის ადგილიდან უკვე გაქცეული იყო. სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს.

დაჭრილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. ის მეუღლესთან, ზვიად ბერიძესთან ერთად ბათუმში, ქირით ცხოვრობდა. "კურიერი" იმ ბინის მეპატრონესაც ესაუბრა, სადაც დანაშაული მოხდა.

ახალი წლის ღამეს მომხდარი დანაშაულის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღიც. ირმა ბერიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხვიად ბერიძეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

დღის ამბები