25 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
"ფორბსმა" ახალი წლის შესახვედრად ევროპის 10 საუკეთესო ადგილი დაასახელა, რომელთა შორის თბილისი მე-5 ადგილზეა

ევროპის 10 საუკეთესო ადგილი საახალწლო ღამის გასატარებლად - ამ სათაურით ვრცელ სტატიას "ფორბსი" აქვეყნებს. კვლევისთვის 112 ქვეყნიდან მოგზაურები გამოჰკითხეს, მათ შორის, ყველაზე მეტი ამერიკელი და ბრიტანელი იყო. გამოკითხვით დადგინდა, რომ 2024 წლის ახალი წლის საუკეთესო დანიშნულება მადეირაა.

მეხუთე ადგილზეა თბილისი. სტატიაში აღწერილია თბილისი, როგორც ყველაზე ორიგინალური არჩევანი, ეს კი განპირობებულია საცხოვრებლის მიმზიდველი ფასებით, რომელიც ხუთჯერ იაფია, ვიდრე ლონდონში ან პარიზში. თბილისი ასევე საყვარელი ადგილია გურმანებისა და ღვინის მოყვარულთათვის.

"საშობაო და საახალწლო ზეიმებისთვის ბრწყინვალედ მორთულია თბილისი, სადაც საშობაო განწყობა იანვრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ახალი წლის აღსანიშნავად ბევრი კონცერტი ეწყობა, თბილისის საშობაო ბაზრობა ევროპაში ყველაზე ლამაზ ბაზრობებს შორისაა," - აღნიშნულია "ფორბსის" სტატიაში.

დღის ამბები