თბილისის ქუჩებში საახალწლო განწყობაა - განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ორბელიანის მოედანზე, საშობაო სოფელში, სადაც დილის 12:00 საათიდან დაიწყო პროგრამა.
დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ანიმატორების გუნდი და ორკესტრი ზრუნავს. მოწყობილია ატრაქციონების სივრცე და ყინულის მოედანი. არის კვების ობიექტები, ასევე კოტეჯები, სადაც ხელნაკეთი ნივთები და ბევრი საახალწლო საჩუქარი იყიდება.
ამ წუთებში იმართება კონცერტი. საშობაო სოფელი სტუმრებს 7 იანვრის ჩათვლით მიიღებს.