როგორ აღნიშნეს 2024 წლის დადგომა მსოფლიოში - CNN-ის ობიექტივში თბილისიც მოხვდა. რეპორტიორი, რომელიც ახალი წლის ღამეს საქართველოს დედაქალაქში შეხვდა, თბილისის საახალწლო ღონისძიებებს აშუქებდა. მისი რესპონდენტები იყვნენ ქუჩაში გასული სტუმრები, ასევე თოვლის ბაბუა და მომღერლები.
რეპორტაჟში საუბარი იყო ქართულ ტრადიციულ ტკბილეულზეც და ძირითადად საახალწლო სურვილებზე. მილიონობით მაყურებელმა ნახა, როგორ აღნიშნეს 2024 წლის დადგომა თბილისში.
"შენ ახლა ხელში გიჭირავს ქართული ტკბილეული სახელად ჩურჩხელა, მას ხუმრობით ქართულ სნიკერსსაც ვუწოდებთ. ის სუფრაზე დევს შობამდე, სანამ სანტა, იგივე თოვლის პაპა მოვა. ეს ქართული ტრადიციული ტკბილეულია. ქართული ტრადიციაა ჩიჩილაკის 19 იანვარს დაწვა, როცა მას ამ გზით ვატანთ იმ ცუდ რაღაცებს, რაც გასულ წელს მოხდა. ასე მომავალი წლისთვის ვემზადებით. 2024 წელს იმედი მაქვს, რომ იქნება მშვიდობა და თავისუფლება, როგორც მთელს მსოფლიოში და ასევე ჩემს ქვეყანაშიც," - უყვება CNN-ის რეპორტიორს მუსიკოსი ანა დოი.
"ძალიან მინდა უკან მოვიტოვოთ ყველაფერი, რაც ხდება მთელ მსოფლიოში, ყველა ტრაგედია და ომი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დასრულდება 2024 წელს," - ამბობს ერთ-ერთი რესპოდენტი სიუჟეტში.