ფეხბურთელი, რომელმაც გულშემატკივარი სტადიონზე დააბრუნა, მსოფლიოს ქართული გვარის გამოთქმა ასწავლა და 22 წლის ასაკში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა - 2023 წელი არა მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიასთვის, არამედ მთლიანად ქართული სპორტისთვის გამორჩეული იყო.
მსოფლიოს საუკეთესო ხმალი ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე გახდა, დაუმარცხებელმა ლაშა ტალახაძემ კი მეშვიდედ აღმართა საქართველოს დროშა და კიდევ ერთხელ აჩვენა, ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი.
ეს წელი გამორჩეული იყო კალათბურთელებისა და ხელბურთელებისთვისაც. ტრადიციულად გულშემატკივარს იმედი არ გაუცრუეს ძიუდოისტებმა და მორაგბეებმა.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი