დილიდან ხალხმრავლობაა თბილისის საშობაო სოფელში - ყველა თაობის სტუმარი სხვადასხვა გასართობი აქტივობით აღნიშნავს ახალი წლის დადგომას. ადგილზე მოწყობილია ატრაქციონების სივრცე, ასევე ყინულის მოედანი, კვების ობიექტები.
სტუმრების განწყობაზე ორკესტრი და ზღაპრის გმირების მსვლელობით ზრუნავენ. დღის ბოლოს დაგეგმილია კონცერტი.