25 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
სენაკი, აბაშა, ბორჯომი, ადიგენი, რუსთავი - დედაქალაქთან ერთად ახალ წელს განსაკუთრებულად შეხვდნენ რეგიონებშიც

სენაკის მოსახლეობამ, ახალი 2024 წლის დადგომა მრავალჟამიერით და ფოიერვერკით აღნიშნა. ღონისძიება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა, ყველა ასაკის და გემოვნების ადამიანზე იყო გათვლილი. ახალი წელი სენაკელ მოზარდებს ანიმატორებმა, ზღაპრის გმირებმა და სანტა კლაუსმა მიულოცეს.

ახალი წლის დადგომა იზეიმეს აბაშაშიც. ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა. აბაშელების საახალწლო განწყობაზე ჯგუფმა "გორდელამ" და ოთო ნემსაძემ ბენდთან ერთად იზრუნეს.

ამაღლებული განწყობა იყო ბორჯომშიც. ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა, სადაც საახალწლო განწყობა მისულ სტუმრებს, ცნობილმა შემსრულებლებმა შეუქმნეს. აჟღერდა ცნობილი და ძველი ჰიტების ახლებური ვერსიები.

ანსამბლ "ალილოსთან" ერთად იზეიმა ახალი წლის დადგომა ადიგენის მოსახლეობამ. საახალწლო სოფელში მისულ ადგილობრივებს, ზღაპრის გმირების ორკესტრირებული მსვლელობები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და გასართობი აქტივობები დახვდათ.

ახალი წელი თავისუფლების მოედანზე იზეიმეს რუსთაველებმა. საახალწლო ქალაქში თავი ყველა ასაკის ადამიანმა მოიყარა. შესრულდა არაერთი მუსიკალური ნომერი. საახალწლო განწყობა ადგილობრივებს საზოგადოებისთვის ცნობილმა მომღერლებმა და ანსამბლებმა შეუქმნეს.

ახალი წლის გალა-კონცერტები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა. "ახალი წლის დღეები" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში ტარდება. ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

დღის ამბები