საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯიანშერ ბურჭულაძე ახალ წელს ვაზიანში, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა.
მინისტრმა პირად შემადგენლობას 2024 წლის დადგომა მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, მათ ოჯახებსა და საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
ჯარისკაცებს ახალი წელი მიულოცეს ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა.