აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა.
„7 თებერვალს დაგეგმილ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა, რომლის კანდიდატურა პარტიამ „იენი აზერბაიჯანმა“ („ახალი აზერბაიჯანი“) წარადგინა“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
ალიევმა ქვეყანაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების განკარგულებას ხელი 7 დეკემბერს მოაწერა. კენჭისყრა 2024 წლის 7 თებერვალსაა ჩანიშნული.