25 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
"ცოლს თავის მიდამოში რამდენჯერმე დაარტყა დანა, გამოძიებით დადგენილია, რომ მოტივი შენიშვნის მიცემა გახდა" - პროკურორი მეუღლის მიერ 23 წლის ქალის დაჭრაზე

ცოლის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც საქმის პროკურორი აცხადებს, ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულის მოტივი შენიშვნის მიცემა გახდა:

"ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა - რამდენჯერმე დაარტყა თავის მიდამოში დანა, რაშიც ჩაერია მისი ოჯახის წევრი. შემდეგ კი, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მოხდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. საქმის მტკიცებულებით მხარეზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ბრალდება ვერ ისარგებლებს. ამ ეტაპზე, გამოძიებით დადგენილია, რომ მოტივი შენიშვნის მიცემა გახდა,"- აცხადებს პროკურორი ბაჩანა ქარქოსაშვილი.

გამოძიება მას ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ, განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. ადვოკატმა პროცესზე გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. დანაშაული ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქშაქეთში მოხდა.

დღის ამბები