ვარკეთილში, ვარკეთილსა და ვაზისუბანს შორის ტერიტორიაზე, პლასტმასის საწყობში, ხანძარია. როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.