25 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
დაგეგმილია მთავრობათაშორისი ეკონომიური კომისიის გამართვა, რომელსაც პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ - საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და გამოწვევების საკითხზე მოსმენას მართავს. კომიტეტის სხდომაზე სამი დიპლომატია მიწვეული - უსმენენ აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს.

როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძემ აღნიშნა, აზერბაიჯანი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა და დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც დადებით ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე.

"აზერბაიჯანი არის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, დაგეგმილია მთავრობათაშორისი ეკონომიური კომისიის გამართვა, რომელსაც ხელმძღვანელობს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები. ჩვენს დერეფანს სატრანზიტო თვალსაზრისით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, საუბარია: შუა დერეფნის გაძლიერებაზე და ამ კონტექსტში, აღსანიშნია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დასრულება მომდევნო წლის დასაწყისში. ძალიან აქტიურ ფაზაშია გადასული საერთაშორისო პროექტის მოლაპარაკება, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო კაბელის გაყვანას. ამ პროექტში, საქართველო პოზიცირებს არა მარტო როგორც ტრანზისტორი ქვეყანა, არამედ, პირველ რიგში, როგორც ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

დღის ამბები