ახმეტაში 35 წლამდე კაცი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე, სატელეფონო ანძაზე იყო ასული, რა დროსაც გადმოვარდა და, მიღებული ტრავმების შედეგად, ადგილზე დაიღუპა.