25 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
"ნაცმოძრაობის კლასტერი" ცდილობს, რომ გახარიას დააკისრონ ფუნქცია და როლი, "ქართული ოცნების" ხმები წაიღოს - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაცმოძრაობის კლასტერი" ცდილობს, რომ გახარიას დახმარებით "ქართულ ოცნებას" ხმები წაართვას.

"ნაცმოძრაობის" კლასტერი ცდილობს, რომ გახარიას დააკისრონ ფუნქცია და როლი, "ქართული ოცნების" ხმები წაიღოს. თავის მხრივ, გახარია ცდილობს, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" მაქსიმალური დისტანცირება გააკეთოს და ერთმანეთთან შეთანხმებულებიც არიან, რომ ერთმანეთი ლანძღონ და დაუპირისპირდნენ. სინამდვილეში, ეს კაცი "ნაცებისთვის" გადადგა, ღალატის უპრეცედენტო ფორმა გამოავლინა, მთავარი ოპოზიციური ლიდერისთვის გადამდგარი პრემიერია გახარია და მეორე, როგორც კი რაღაც კვოტით საკრებულოში შევიდა, ყველგან სადაც რაოდენობა ამის შესაძლებლობას აძლევდა, "ნაცმოძრაობასთან" კოალიცია გააკეთა. ამ პოლიტიკურ ძალებს კოალიცია აქვთ შექმნილი საკრებულოებში და რაც არ უნდა ილაპარაკონ და სისულელეები მოჩმახონ, კოალიციაშია არიან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები