25 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
წინასაახალწლო ზეიმი გრძელდება - ყველაზე მასშტაბური საახალწლო ღონისძიება 4 მუნიციპალიტეტში გაიმართა

წინასაახალწლო ზეიმი გრძელდება. ყველაზე მასშტაბური საახალწლო ღონისძიება კიდევ 4 მუნიციპალიტეტში გაიმართა. ამჯერად, დატვირთული საახალწლო აქტივობები ასპინძაში, ლაგოდეხში, ზესტაფონსა და ხელვაჩაურში გაიმართა.

რეგიონებში დილიდან ხალხმრავლობაა. განსაკუთრებული მოწონებით სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეძენილი საახალწლო ილუმინაციები სარგებლობს. თოვლის ბაბუას კუთხე, საბავშვო სივრცეები, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა - რეგიონებში საახალწლო განწყობა საღამომდე გაგრძელდა, დღის ბოლოს კი დამთვალიერებლების განწყობაზე ქართველმა შემსრულებლებმა იზრუნეს.

ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების გარდა, საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო ონში, ყვარელსა და საგარეჯოში. ღონისძიებები, 13 იანვრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, 63 მუნიციპალიტეტში გაგრძელდება.

დღის ამბები