ლაგოდეხის ცენტრალურ სკვერში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება იმართება. სამზადისი დილიდან მიმდინარეობდა. დამონტაჟებულია საკონცერტო სცენა, მოწყობილია საბავშვო გასართობი სივრცეები და პავილიონები. ასევე, იმართება საშობაო ბაზრობა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ამ წუთებში ქალაქის ცენტრალურ სკვერში - ანსამბლ "გორდელა" და ჯგუფი "არა"-ს მონაწილეობით კონცერტი იწყება. ახალი წლის დღეების აღნიშვნა ლაგოდეხში, გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.