25 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე "შეთანხმება", იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია - საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე "შეთანხმება" იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია - ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს მოსკოვის ეს ნაბიჯი.

"უკანონო გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად, აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში, ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ეგრეთწოდებულ შეთანხმებას, ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი", - ვკითხულობთ დიპლომატიური უწყების განცხადებაში.

დღის ამბები