25 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილება ბიჭვინთის აგარაკის შესახებ, რუსი ოკუპანტების მხრიდან ანექსიის გაგრძელებაა - ირაკლი ბერია

აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილება ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ, შემაძრწუნებელია და რუსი ოკუპანტების მხრიდან ანექსიის ნაბიჯების გაგრძელებაა, - წერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელ " X-ზე".

"საერთაშორისო ზეწოლა უნდა გაიზარდოს რუსეთზე, რომ ის წავიდეს. ოკუპაცია დასრულდება. საქართველოს მიწები არასოდეს გახდება რუსული," - აღნიშნავს ბერაია.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება.

დღის ამბები