ლაგოდეხის ცენტრალურ სკვერში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
სამზადისი დილიდან მიმდინარეობს. მონტაჟდება სცენა, ეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები და პავილიონები. მოეწყობა საშობაო ბაზრობა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. 6 საათზე, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართება კონცერტი. საახალწლო ღონისძიებებს დღეს ხელვაჩაური და ასპინძა უმასპინძლებს.