25 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
პროტესტი ოკუპირებულ აფხაზეთში - სოხუმის ცენტრში შეკრებილებმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი გააპროტესტეს

პროტესტი ოკუპირებულ აფხაზეთში - სოხუმის ცენტრში შეკრებილმა ადგილობრივებმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი გააპროტესტა, რომელიც ე.წ.-მა პარლამენტმა, შესაძლოა, ხვალ განიხილოს.

საინიციატივო ჯგუფმა - "ჩვენი ბიჭვინთა", საზოგადოებას მოუწოდა, შეუერთდნენ სოხუმის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომლის სლოგანია: „გადავარჩინოთ ბიჭვინთა! სხვა შანსი არ იქნება!“. ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი, საოკუპაციო რეჟიმმა კი მოსახლეობას მიმართა და კატეგორიულად მოუწოდა. უარი თქვან ქუჩაში გამოსვლაზე. ხალხის დაშინების მცდელობის მიუხედავად, ადგილობრივების ნაწილი არ აპირებს, ბიჭვინთის ცნობილი სამთავრობო აგარაკი და ჰექტრობით სანაპირო ზოლი რუსეთს დაუთმოს, თუმცა ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ თუ ეს აგარაკი პუტინის პირადი სურვილია, მაშინ, შესაძლოა, იმსჯელონ მისთვის საჩუქრის გაკეთებაზე.

 

დღის ამბები