25 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
საფრანგეთში, ერთ-ერთ ბინაში, დედისა და მისი 4 შვილის ცხედარი იპოვეს - დაკავებულია ბავშვების მამა

საფრანგეთში, ილ დე ფრანსის რეგიონში მდებარე ქალაქ მოში, ერთ-ერთ ბინაში, 5 ადამიანის - დედისა და მისი 4 შვილის ცხედარი იპოვეს. სასტიკი მკვლელობის საქმეზე, მოკლული ქალის მეუღლე და ბავშვების მამა - 33 წლის კაცი დააკავეს.

როგორც BBC წერს, "ადგილზე მისულ პოლიციას სისხლის გუბეები დახვდა". ბავშვებიდან ყველაზე უფროსი 10 წლის, ყველაზე პატარა კი 9 თვის იყო.

პროკურატურის ცნობით, კაცს ოჯახის წევრებზე ადრეც უძალადია - 2019 წელს, წყვილის მესამე შვილის დაბადებამდე ერთი თვით ადრე, ეჭვმიტანილი ქალს თავს დანით დაესხა.

დღის ამბები