25 ნოემბერი 2024,   20:30
ვრცლად
თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული სამხედროების შვილებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს "არმიჰოლში" გმირების შვილებს დამდეგი ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს.

გრიგოლ გიორგაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ბავშვებს, თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სახელით, „ისთ ფოინთის“ ფასიანი ვაუჩერები და ტკბილეულის კალათები გადასცეს.

საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლს "მაკნატუნა" დაესწრნენ.

დღის ამბები