დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ნაწილი ჩაირთო. დაბა ხარაგაულსა და მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ელექტროენერგია მიეწოდება.
ენერგომომარაგება აღუდგა წალენჯიხის და ჩხოროწყუს რაიონულ ცენტრებსაც. "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ტექნიკური სამსახური კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს დასავლეთ საქართველოს ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ყინვამ ინფრასტრუქტურა დააზიანა.
კომპანიის ცნობითვე, სტიქიამ "ენერგო-პრო ჯორჯიას“ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა და იმის მიუხედავად, რომ ტექნიკურ სამსახურს დიდთოვლობის გამო გადაადგილება უჭირს, აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.