25 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, 26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია - რას პასუხობენ მათ მმართველ გუნდში

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ 26-28 დეკემბერს დაგეგმილ ელჩების კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და განმარტა, რატომ არ იყო მიწვეული ზურაბიშვილი კონფერენციაზე.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, წელს ღონისძიება აწყობილი იყო ლოგიკით, რომ ელჩებისადმი მიმართვა გაეკეთებინათ ხელისუფლების ორი შტოს წარმომადგენლებს, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, რომლებიც მუშაობდნენ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

"შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული ელჩების კონფერენციაზე, მაგრამ მონაწილეობა არ მიიღო. წლევანდელი ფორმატი კი აეწყო იმ ლოგიკით, რომ შედეგისთვის აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლება მუშაობდა. კონფერენცია მიძღვნილია კონკრეტულ ქმედებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა განახორციელეს," - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები