სამხრეთ მექსიკიდან შეერთებული შტატების საზღვრისკენ, ათასობით მიგრანტი ფეხით მიემართება. მათი უმეტესობა სამხრეთ და ცენტრალური ამერიკიდანაა. "გამოსვლა სიღარიბიდან" - წერია ბანერზე, რომელიც მსვლელობის ლიდერებს უჭირავთ. როგორც BBC წერს, მიგრანტთა ქარავანს 7 000-მდე ადამიანი შეუერთდა. მათ შორის ათასობით ბავშვია.
არალეგალ მიგრანტთა ნაკადის ზრდის გამო, მექსიკასა და შტატებს შორის, ბოლო დროს რამდენიმე სასაზღვრო პუნქტი ჩაიკეტა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გეგმავს, მექსიკის პრეზიდენტთან ერთად განიხილოს მასობრივი მიგრაციის შეკავების გზები. შეხვედრა ოთხშაბათსაა ჩანიშნული.
როგორც 2022, ისე 2023 წელს, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე დაკავებულ მიგრანტთა რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა. ოფიციალური ვაშინგტონი იტყობინება, რომ მიმდინარე წლის მხოლოდ ერთ თვეში - სექტემბრის განმავლობაში, დააკავეს 200 000-ზე მეტი მიგრანტი, რომელიც უკანონოდ კვეთდა აშშ-მექსიკის საზღვარს.