სიღნაღში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივებთან ერთად, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთო.
მანამდე, ქალაქში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობები მომდინარეობდა. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი 14:00 დაიწყო. ტერიტორია განათებულია საახალწლოდ ილუმინაციებით, მოწყობილია საშობაო ბაზრობა და მიმდინარეობს პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.