25 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კანონის მიღება იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კუთხით - ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ ახალი კანონის პროექტზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კანონის მიზანია, შეიქმნას ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლები.

„ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, გვაქვს აღებული ვალდებულება აღნიშნული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კანონის მიღება იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კუთხით. გარემოსდაცვითი მიმართულებით წელს მნიშვნელოვანი რეგულაციები იქნა მიღებული – ეს იყო სამრეწველო ემისიების შესახებ კანონი, წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონი; მთლიანობაში, გარემოსდაცვითი კუთხით 27 რეგულაციიდან, რომლის დაახლოებაც უნდა განგვეხორციელებინა, 20 უკვე დაახლოებული გვაქვს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარკვეული ვადებია საჭირო როგორც სამინისტროსთვის, უწყებებისთვის, ასევე ბიზნესისთვის, რომ მოვემზადოთ შესაბამისი რეგულაციების აღსრულებისთვის. შესაბამისად, კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში შედის 2026 წლიდან, ხოლო გარკვეული ნორმების ძალაში შესვლა 2027-2029 წლებში მოხდება“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

დღის ამბები