"თავისუფალი თეატრი" მაყურებელს მომავალ წლამდე ახალი სპექტაკლით - "სულის იდენტიფიკაცია" ემშვიდობება. ორმოქმედებიანი ფსიქოლოგიური დადგმა, სადაც არა ერთი სოციალური და პოლიტიკური პრობლემაა წამოჭრილი, რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა დადგა.
სპექტაკლში მოქმედება მაშინ მწვავდება, როდესაც ცნობილი მწერალი უცნობ მამაკაცს დახმარების მიზნით სახლში მიიპატიჟებს. სპექტაკლის პრემიერა 30 დეკემბერს შედგება.
იარაღით ხელში მომარჯვებული ქალი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობს - არასასურველმა სტუმარმა წარსულის უსიამოვნო მოგონებები გაუღვივა. თუმცა, მისი არ სჯერათ - მეუღლე დარწმუნებულია, რომ ეს ცოლის მორიგი შიზოფრენიული აკვიატებაა.
სპექტაკლის სახელიც სიმბოლურია - "სულის იდენტიფიკაცია", ფსიქოლოგიურ თრილერი 2 მოქმედებად, რომლის პრემიერაც "თავისუფალ თეატრში" მალე შედგება.
თავისუფალი თეატრის სცენაზე დანიელ დორფმანის სიუჟეტზე დაყდრნობით დაწერილ პიესას ავთანდილ ვარსიმაშვილი დგამს. რეჟისორი შეეცადა მაყურებლამდე მიეტანა მთავარი სათქმელი - რამდენად არის სამართლიანობის აღდგენის სურვილი ადამიანის ბუნებაში.
პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე თავისუფალი თეატრის მსახიობები ბოლო რეპეტიციას გადიან. მათთვის ამ პიესაზე მუშაობა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.