ბრძოლა ქურდულ სამყაროსთან გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა, ორს კი ბრალი წარედგინა.
გამოძიებით რამდენიმე დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოიკვეთა, კერძოდ ბრალდებულები "კანონიერი ქურდების" და კრიმინალური ავტორიტეტის სახელით სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობაში ჩართულ პირებს უკავშირდებოდნენ და "ქურდული წილის" სახით თანხის გადახდას სთხოვდნენ.
ასევე, მათ დაშინების მიზნით თვალთვალის შედეგად გადაღებულ ფოტოებს უგზავნიდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.