ჩეხეთში ეროვნული გლოვის დღეა. ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო და ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაშვებულია. 14 მოკლული და 25 დაჭრილი პრაღის უნივერსიტეტში - ასეთია სისხლიანი და ტრაგიკული დღის შედეგი.
24 წლის სტუდენტი, რომელიც სერიული მკვლელი აღმოჩნდა, პრაღის უნივერსიტეტში სროლას დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში არ წყვეტდა. 24 წლის დავიდ კოზაკმა, ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ თავი მოიკლა.
საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, პოლიცია პერიოდულად ასაჯაროებს ახალ დეტალებს. დღეს კი ბოლო ბრიფინგზე დადასტურდა, რომ თავმდამსხმელმა თავი მოიკლა.
პოლიციამ დაასრულა ბალისტიკური ექსპერტიზის პირველი ეტაპი, სადაც საქმე ეხებოდა პრაღაში მომხდარ მკვლელობას, პრაღაში ტყეში იპოვეს გარდაცვლილი მამაკაცის და მისი 2 თვის შვილის ცხედარი იპოვეს. დადგინდა, რომ იარაღი, რომელიც კოზაკს ამოუღეს, იგივე იარაღი ფიგურირებდა მამაკაცის და მისი შვილის მკვლელობაში.