25 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
გაერთიანდებიან თუ ცალკე იქნებიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შესაკრებთა გადანაცვლებით არაფერი იცვლება - მაკა ბოჭორიშვილი "სუპერ პაკის" ინიციატივის შესახებ

მიხეილ სააკაშვილის "სუპერ პაკის" შექმნის ინიციატივას ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს. მმართველი გუნდის წევრები კი ყოფილი პრეზიდენტის ახალ იდეას სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ პარტია დაღუპვის პირასაა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ენმ დაშლილი პარტიაა.

"ენმ-ს პოლიტიკურ სცენაზე დარჩენა წარმოუდგენელია. ეს პარტია არის დაშლილი და გადაწყვეტილებები, რომელიც ამ პარტიის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, არის ფარსი, ენმ- დან ყველა გამოყოფა კი არის დიდი ფიასკო. "ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხანია ამორტიზირებულია," - აცხადებს მათიკაშვილი.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ენმ-ს გაერთიანება ან ცალ-ცალკე ყოფნა პოლიტიკურ ველზე არაფერს შეცვლის. 

"რასაც ვუყურებთ, არის აბსოლუტური სიცარიელე. გაერთიანდებიან თუ ცალკე იქნებიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შესაკრებთა გადანაცვლებით არაფერი იცვლება. მათ თუ არ შეცვალეს პოლიტიკური ბრძოლის შინაარსი, ყველაფერი იქნება იგივე," - აცხადებს ბოჭორიშვილი. 

დღის ამბები