25 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ბაკურიანი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - მოგულის დისციპლინაში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშება პირდაპირი ტრანსლაციით 17 ქვეყანაში გადაიცემა

ბაკურიანი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია - მოგულის დისციპლინაში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშება პირდაპირი ტრანსლაციით 17 ქვეყანაში გადაიცემა. სულ მსოფლიო პირველობაში 17 ქვეყნის 90 სპორტსმენი მონაწილეობს, რომელთა შორის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები და სხვადასხვა სინჯის მედლების მფლობელებიც არიან.

შეჯიბრის პირველი დღეს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გრძელ ტრასაზე ჩატარდა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ხოლო ფინალურ რაუნდში მონაწილეობის უფლება 32-მა საუკეთესო სპორტსმენმა მოიპოვა. მსოფლიო თასის გამარჯვებულების ვინაობა ხვალ გაირკვევა.

მსოფლიოს სათხილამურო ფედერაცია ბაკურიანის გარდა ელიტარული საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებას გუდაურშიც გეგმავს.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები