მრგვალი ბაღის ტერიტორიაზე, ყოველწლიური საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის ინიციატივით, მოსწავლეების ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
პატარებმა შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებიც. პროექტიდან შესული თანხა, სრულად მოხმარდება მოხუცთა თავშესაფარ "კათარზისს."