ბაკურიანში მსოფლიოს თასის გათამაშება დაიწყო. მოგულსის დისციპლინაში მიმდინარე ტურნირზე, 16 ქვეყნის 90 სპორტსმენი მონაწილეობს. ბაკურიანიდან პირდაპირი ტრანსლაციით, ტურნირი მსოფლიოს 17 ქვეყანაში გადაიცემა. ამ დისციპლინაში საერთაშორისო ტურნირი ბაკურიანში პირველად ტარდება.