ცენტრალური სარჩევნო კომისია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნაზე საუბრობს. ცესკოში განმარტავენ, რომ საკითხთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს, რასაც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივაცია აქვს.
საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, უცხო ქვეყნებში უბნებს ცესკო არჩევნებამდე 30 დღით ადრე ქმნის, ამომრჩევლებმა კი რეგისტრაცია არჩევნებამდე არაუგვიანეს მეცხრამეტე დღემდე უნდა გაიარონ.